გარეჯის თემით მანიპულირება კრემლში სამი წლით ადრე დაიგეგმა - გრუ-ს კაბინეტებში შემუშავებული გეგმის დეტალები

გამოქვეყნდა:

ოპერატიული ანგარიში, რომელიც მთავარ არხს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, სავარაუდოდ გრუ-ს კაბინეტებში 2017 წლის დეკემბერშია დაწერილი. დოკუმენტს კონფიდენციალური გრიფი ადევს და მისი ადრესატი რუსეთის გენერალური შტაბი უნდა იყოს. როგორ მოიპოვეს  ეს ფურცლები დასავლურმა სპეცსამსახურებმა -- ჩვენთვის უცნობია.  იმ 11 გვერდზე კი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, განხილულია პროექტი - საქართველო 2020 -- უფრო კონრკეტულად  კი როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში პრორუსული რიტორიკა და როგორ უნდა წამოწიონ წინ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად ან ფარულად დაუჭერენ მხარს ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის გატარებას. 

როგორც ჩანს, გარეჯის საქმე ერთერთი ის მტკივნეული თემაა, რომლითაც კრემლი საზოგადოებაში რადიკალური პატრიოტიზმის  გაღვივებას და ამომრჩევლის მანიპულირებას ჯერ კიდევ 3 წლის წინ გეგმავდა. იმავე ფურცლებზე ვხვდებით ადამაინებს, რომლებიც მოსკოვში პოტენციურ დასაყრდენად მიაჩნიათ.  იგივე პერსონები კი  მთავარი ბრლამდებლების როლში მოგვევლინენ ე.წ. გარეჯის საქმეში -- სადაც კრემლის გეგმის შემრულებელი საქართველოს მთავრობა აღმოჩნდა.

ანგარიშში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველოს ფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და ნათქვამია, რომ ის ღიად ვერ განაცხადებს თავისი პრორუსული განწყობების შესახებ, ამიტომაც, მოსკოვი ხანდახან უნდა ელოდეს ანტირუსულ განცხადებებსაც კი ოფიციალური თბილისის მხრიდან.

საიდუმლო დოკუმენტში მამა კირიონი ერთერთია იმ დასაყრდენებს შორის, ვინც სასულიოერო პირებიდან ანგარიშშია მოხსენიებული. სიაში ასევე არიან პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, და ასევე ქართული მარშის წევრები - სანდრო ბრეგაძე, ირაკლი შიხიაშვილი და კიდევ რამდენიმე ის პირი ვინც დღეს კიდევ ერთხელ გადმოიტანეს რუსული სცენარი თბილისის ქუჩებში.

ცალკე თავი ეთმობა ბიზნესმენებს, რომლებსაც კრემლი არათუ პოტენციურ პარტნიორებად მიიჩნევს -- არამედ მათთან კომუნიკაციის დაფარული არხების გააქტიურებასაც გეგმავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები წარმოამდგენენ ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მასზე. უჩა მამაცაშვილის და შმაგი კობახიძის გვერდით დასახელებულია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი - რომელმაც ლეგენდის თანახმად რუსეთის სამხედრო არქივებში მოიძია და ჩამოიტანა რუკა -- რომელიც ე.წ. გარეჯის საქმეს დაედო საფუძვლად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი