კრემლში ჯერ კიდევ სამი წლის წინ შემუშავებულ საიდუმლო დოკუმენტს "საქართველო 2020" -ს პოლიტიკოსები აფასებენ, თუმცა, მმართველ პარტიაში ამ კუთხითაც არ აქტიურობენ.
სხვათა შორიოს, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომიც რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა მაშინ აღიარა, როცა თბილისში, ხელიასუფლებაში ახალმოსული ივანიშვილი და მიასი ხელდასხმულები ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კრემლის ანგარიშში აღწერილ გეგმას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც 2017 წელს დაიწერა, ოცნების ხელისუფლება ფეხდაფეხ მიჰყვება.
ოპოპზიცია ანგარიშში დასახელებულ კონკრეტულ ადამიანებზე კეთებს აქცენტს.
ანგარიშში არიან ადამიანები, რომლებსაც ვითომ საქართველოს საზღვრებზე შესტკივათ გული და იქ მიდიან, სინამდვილეში კი მათი ეს ნაბიჯები სამი წლის წინ იყო გათვლილი,- ამბობს გიორგი ბარამიძე.
სერგი კაპანაძე კი ხაზს უსვამს, რომ კრემლის ანგარიშში ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლები არიან დასახელებული:
ანგარიშში, რომელიც სამი წლის წინ შემუშავდა, ხელისუფლების ვერტიკალია ნახსენები, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ სხვა მინისტრები, - ამბობს კაპანაძე.
მართალია, ანგარიშში მოხსენიებული სახელისუფლებო და სასულიერო წრეების წარმომადგენლები იქ თავიანთი ვინაობის დასახელებას "ბოდვას" უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართული ოცნების ყველა ნაბიჯი, რომელიც პარტიამ 2017 წლის შემდეგ გადადგა, პრაქტიკულად ემთხვევა კრემლის დაგეგმილს.