ცეკას ინსტრუქტორობის დროს ვოლსკი წყნარად უყურებდა, როგორ ესროდა დავითგარეჯს ტანკებიდან მისი პარტია - გაბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე, ფონოგრამის არევის შემდეგ, ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე სახელისუფლო პარტიის ვერტიკალის რეაქციას ეხება. გაბაშვილი იმ მოვლენებს იხსენებს, რომლებიც ქართული ოცნების ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა დროს, პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებაზე მიანიშნებს. 

როგორც გაბაშვილი "ღამის მთავარში" საუბრისას ამბობს, 90-იან წლებში ივანიშვილი სხვა პროექტებით იყო დაინტერესებული, ის აფინანსებდა გენერალ ლებედს, ბატონი ვოლსკი კი ცეკას ინსტრუქტორი იყო სწორედ მაშინ, როცა დავითგარეჯს რუსული ტანკები ესროდნენ:

ბატონი ვოლსკი 90-იან წლებში იყო ცეკას ინსტრუქტორი და ძალიან წყნარად უყურებდნენ ვითარებას, რომ დავითგარეჯში რუსული ტანკები ჩვენს მონასტრებს იყენებდნენ სამიზნეებად და ტანკებიდან ესროდნენ. ცეკას ინსტრუქტორებს და რუსეთის კგბ-ს აგენტებს ჩვენი სამშობლო ჰყავდათ ისეთ მდგომაროებაში, რომ ზარბაზნებიდან ესროდა დავითგარეჯს ვოლსკის პარტია, - აცხადებს გაბაშვილი.

ხოლო ის, რას აკეთებდა ირაკლი კობახიძე, გაბაშვილის თქმით, ყველამ იცის: მან გავრილოვი ჩამოიყვანა  და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი