კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს, დღეს, 30 ოქტომბერს, ადვოკატები მოინახულებენ. მელაშვილს უფლებადამცველები საქმეში არსებულ მასალებს და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
ბრალდებულის ოჯახი გენერალური პროკურატურისგან საქმეში არსებული მტკიცებულებების დარჩენილი ნაწილის გადაცემასაც ითხოვს, რადგან საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე უფლებადამცველებმა, რუკები დაკავებულებთან ერთად უნდა განიხილონ. საუბარია იმ რუკებზე, რომელთა ნაწილიც პროკურატურაში, ნაწილი კი ექსპერტიზის ბიუროში ინახება.
მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის მტკიცებით უწყება ხელოვნურად აფერხებს პროცესს. თამარ სულაძე ითხოვს მასალები დროულად გადაეცეს დაცვის მხარეს.
"კარგი იქნებოდა ის რუკებიც ჰქონოდათ, რომლის მასლებიც არ მისცა პროკურატურამ, მაშინ იმაზეც იმუშავებდნენ. მათ უთხრეს - მოდით და თუ გინდათ აქ ნახეთ და აქ იმუშავეტო. ჩვენ ვუთხარით, აქ ივერის ვერ მოვიყვანთ-თქო,"- თქვა, თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავე. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შუფარდეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.