გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შეთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრომ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა, რომელიც გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, 9 მძიმედ დაშავდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა," - წერია უწყების განცხადებაში
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 10 წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით,თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.
მომხდარა გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც, მათ ოჯახების მიმართ სამძიმარი გამოხატეს.