მინიმალურია რისკი, რომ არჩევნებზე ადამიანი დაინფიცირდეს - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია.  

"დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია რისკი, იქ ადამიანი დაინფიცირდეს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია, რომ მივიდეთ არჩევნებზე პირბადით და დარწმუნებული იყავით, რომ მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული, რომ არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს".

ამირან გამყრელიძის თქმითვე, არჩევნებზე პირბადის მოხსნა ადამიანებს 10 წამის განმავლობაში მოუწევთ, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, ხვალ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი