კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 14 პროვინცია დაიკეტა და 16 მილიონი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული. აკრძალულია მოგზაურობა და დაკეტილი რეგიონების დატოვება.
როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, ვირუსის გამო, ქვეყანაში ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა. არ გაიმართება საფეხბურთო ჩემპიონატები. ექიმები საგანგებო მდგომარეობაში არიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანაში სრული კოლაფსია.