აზერბაიჯანსა და სალონიკში მცხოვრები ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში და საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მიცემას ვერ შეძლებენ, რადგან ეს ქალაქები წითელ ზონადაა გამოცხადებული. თუმცა ამის შესახებ თავად ემიგრანტებმა არაფერი იცოდნენ. 

სალონიკში მცხოვრებ მოქალაქეებს ამ წუთამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია საკონსულოსა და საელჩოსგან როდის შეძლებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მათ პასუხობდნენ, რომ პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდებოდნენ, თუ როდის და რა ფორმით გაიმართებოდა არჩევნები. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ თუ არჩევნები არ გაიმართება ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ აინტერესებს. 

"ძალიან კარგად იციან, რომ წელს 7 000-ზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული ამიტომ იციან, რომ აქ აბსოლუტურად წააგებენ. ეს ხდება მაგისთვის. მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინც ადრე ათენში აძლევდა ხმას იმათი სიებიც შეყვანილია სალონიკში, 41-ე უბანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ათენელები ვერ ჩამოვიდოდნენ სალონიკში და ხმები იკარგებოდა", - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

სალონიკში მცხოვრები კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ხმა უყურადღებობის გამო იკარგება.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნის საფუძველზე იქ არჩევნები გაუქმდა, რადგან რეკომენდაცია არ იყო, სალონიკში კი უარი მერიისგან მიიღეს.

ამ დრომდე არაა დაზუსტებული რამდენი ემიგრანტი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი