უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ - მეუფე მელქისედეკი

გამოქვეყნდა:

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ მოქალაქეები არჩევნებზე უნდა მივიდნენ და მათი წილი პასუხისმგებლობა ატარონ. 

"ჩვენ მოქალაქეები ვართ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ. მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრზს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ.

არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა", - წერს მეუფე მელქისედეკი.

მეუფე წერს, რომ გული სტკივა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უარს ამბობს არჩვენებში მისვლასა და მონაწილეობაზე. მისი თქმით, ესმის ხალხის იმედგაცრუება, მაგრამ ეს ქვეყნის მომავლის წინაშე გულგრილობას არ ამართლებს.

ეპისკოპოსი წერს, რომ "თავისუფლება სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს" და მოქალაქეების დასარწმუნებლად ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იშველიებს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი