ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე - "ოცნების" სქემა რეგიონებში

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 1 დღით ადრე "ქართული ოცნება" ისევ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე მუშაობს - განსაკთრებული მობილზიზებაა წყალტუბოსა და სამტრედიაში, სადაც მმართველი პარტიის სახელით ფულის დარიგება მიმიდნარეობს, მათ შორის საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვისაც.

"ქრონიკა +"- ის რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაციას ფლობს სამტრედიაში დიდი რაოდენობით ფულის შეტანასთან დაკავშირებით. 

"ქართული ოცნება არჩევნებს აგებს მთელ იმერეთში და შესაბამისად ფულით დაიწყეს ამომრჩევლების მოსყიდვა. განსაკუთრებული ცენტრალიზებული წესთ მიდის რკინიგზელების ოჯახების მოსყიდვა. მათი დაშინება და მათთვის ფულის გადახდა. ეს არის შავი ფული", - ამბობს ელისო კილაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ყველა სამტრედიაში მცხოვრებ რკინიგზელს მიმართა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ისინი პრიორიტეტები იქნებიან. 

"ერთჯერადად უნდათ, რომ მათი გული მოიგონ და შემდეგ ის რეალობა გაუთენონ რაც ყოველთვის. რკინიგზა ასეთი განადგურებული და გაჩანაგებული არასდროს ყოფილა, ამ რიგითი მოსამსახურეების ხარჯზე", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ცოტა ხნის წინ ზუგდიდის სოფელ კახათში, ფიფიების ოჯახში საკრებულოს წევრი, გია დანელია იმყოფებოდა, როგორც მან ოჯახის წევრებს უთხრა, თუ ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდნენ, მაშინ სოციალურ დახმარებს მოუხსნიდნენ. 

"ჩვენთან მოვიდა დანელია გია, დამემუქრა იმაზე, რომ თუ იმათ მისცემ ხმასო მოგეხსნება სოციალური, სამსახურიდანაც მოგხსნიანო, მე ვუთხარი, ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილება, რასაც გადაწყვეტს მისი ნებაა ვის მისცემს ხმას, ამაზე გაბრაზდა", - ამბობს ოჯახის წევრი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძლის თქმით, არცერთ ფაქტს არ შეარჩენენ და თითოეულ საკრებულოს წევრს, ყველა აქტივისტს სოფლებში დაადგებიან და ამხელენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი