ქართველი ხალხი ღირსეული მომავლისა და ავტორიტარიზმის არჩევანის წინაშე დგას - ნიკა ობოლაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ანალიტიკოსი, ნიკა ობოლაძე ფიქრობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ რეფერენდუმი, არამედ, ისტორიული გზაჯვარედინია - ქართველი ხალხი ღირსეული მომავლისა და ავტორიტარიზმის არჩევანის წინაშე დგას. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარის" სპეციალურ ეთერში ისაუბრა.

"თუ სამჯერ ზედიზედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ავირჩევთ ერთი და იმავე ხელისუფლებას და ის იქნება ძალაუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასწორ მომავალს ვირჩევთ", - თქვა ნიკა ობოლაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ცვლილებები ქართველი ხალხის ღირსების, თავმოყვარეობისა და ისტორიული ლოგიკის გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი