საჭიროა ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა დემოკრატიულ მმართველობად შეიცვალოს - ირაკლი ყიფიანი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება გაიზარდა. ეს კი იმ პერიოდში მოხდა, როდესაც საქართველოს ევროპამ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები მისცა.

ირაკლი ყიფიანი ფიქრობს, რომ 2004-2012 საქართველოში წარმატებული რეფომრების გატარების წლები იყო, როდესაც ჩვენი მაგალითი სხვა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჩქარი განვითარება იმისთვის, რომ ჩვენმა პენსიონერებმა იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ პენსიონერები ევროპაში, ახალგაზრდებმა თანამედროვე განათლება მიიღონ საქართველოში. სწორედ ამაზეა მოთხოვნა, რომ საქართველო იქცეს შესაძლებლობების ქვეყნად", - ამბობს ირაკლი ყიფიანი. 

ირაკლი ყიფიანმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზეც ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოს ადამიანური კაპიტალი აქვს, საჭიროა მხოლოდ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა დემოკრატიულ მმართველობით შეიცვალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი