ივანიშვილი "ოცნების" სახელით ხალხს გარანტიას აძლევს, რომ არჩევნები თავისუფალი იქნება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებლის" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცლე და მოქალაქეებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. ივანიშვილის საზოგადეობას "ქართული ოცნების" სახელით გარანტიას აძლევს, რომ არჩევნები თავისუფალი და ზუსტი იქნება.

"დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალმხა 4 წლის წინ მოგვცა როდესაც ქართულ ოცნებას მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა პირველი რიგში გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. 

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს კვლავ მყარად უპრყირა ხელთ ეს უზენაიესი უფლება რომელიც 2012 წელამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. დამერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა პირადად ჩემთვის ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც ქართული ოცნების მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. 

ხვალ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ ყველა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათავლისწინებით. 

და მე, ქართული ოცნების სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუტით აისახება არჩევნების შედეგებში. ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილმა ვიდეო მიმართვაში კიდევ ერთხელ გაიხსენა "ნაციონალური მოძრაობა" და მათ მმართველობას ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი უწოდა.

მისი მტკიცებით, "ოცნების" მხარდამჭერები მეტნი არიან და მათ უნდა შეძლონ და დააზღვიონ უმცირესობის შეცდომა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი