ხმები კარტოფილისა და პომიდვრის სანაცვლოდ - "ოცნება" "მოსყიდვის მენიუს" ამრავალფეროვნებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს. კარტოფილს ახლა უკვე სხვა ბოსტნეულიც დაემატა და სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მმართველმა გუნდმა ფულიც ჩართო.

კარტოფილს, ხახვი ემატება,  კიტრს , პომიდორი , მწვანილს , ბულგარული წიწაკა , ბოსტნეულის  სანაცვლოდ  ხალხისგან ბევრს არაფერს მოითხოვენ. გორი, კასპი, იმერეთი , აჭარა , აღმოსავლეთი თუ დასავლეთი,  ხელისუფლება  საკვებს  ყველა კუთხე -კუნჭულში ტომრებით არიგებს და ხმებს ყიდულობს.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე კი ოლიგარქის ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა და ამომრჩევლების გულის მოსაგებად  საქმეში ფულიც ჩართო . მცხეთაში ტაქსის მძღოლებს მათი და მათი ოჯახის წევრების ხმების სანაცვლოდ 100-100 ლარი დაურიგეს.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ  ბიძინა ივანიშვილი და  ქართული ოცნება გაჭირვებულია , მათ ნაციონალური მოძრაობა დიდი ფულით უპირისპირდება. 

სადაც მოსყიდვა არ ჭრის იქ ხელისუფლება შანტაჟს, მუქარას  და  ძალადობასაც არ ერიდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი