უცხო პირები წინასაარჩევნოდ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბინაში ჩაწერეს.
იმისთვის რომ გაერკვია ვისი ნებართვით მოხდა მის ბინაში წინასაარჩევნოდ უცხო პირის ჩაწერა, კუბლაშვილმა ადმინისტრაციულ წარმოება დაიწყო და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს მიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს, რომ უცხო პირების მისამართზე ჩასაწერად ნებისმიერი 2 ცრუ მოწმეა საჭირო, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბინაში ცხოვრობს და ამისთვის რაც მთავარია არაა საჭირო ადგილზე მესაკუთრეც იყოს.
ახლა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები კუბლაშვილის საქმის სარჩელზე არკვევენ ვინ იყო ის ცრუ ორი მოწმე ვინც მითითებულ მისამართზე უცნობი პირები ჩაეწერა.