
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ამომრჩეველს ბოლო ბრიფინგით მიმართა. მისი თქმით, ხვალ, 31 ოქტომბერს გარდამწყვეტი ცვლილებების დღეა და ყველას აქვს შესაძლებლობა ამ ცვლილებებში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
"მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არასდროს არ ყოფილა ერთი ადამიანის ხმა და თითოეული თქვენგანის ხმა ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი საერთო მომავლისთვის. დიახ, ჩვენი მომავლისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, თქვენი, თქვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლისთვის", - თქვა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ზეგიდან ყველა ერთად ახალ საქართველოში გაიღვიძებს.