აიღეთ ფული, მაგრამ შეცვალეთ გადამგდები ხელისუფლება - ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძის ხალხს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და შეცვალონ გადამგდები ხელისუფლება. ამ თემაზე მან ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა. 

"მე მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, ვისაც უბედავენ და აძლევენ ფულს, აიღეთ ის ფული, ალალია თქვენზე, ეს არის ბიუჯეტის ფული, თქვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფული, ოღონდ დაფიქრდით და თქვენი სინდისით, თქვენი გონებით შემოხაზეთ ის ნომერი, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანს", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ თქვა, რომ დღეს არჩევანი ხელისუფლებასა და მრავალ პარტიას შორისაა. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი