ხვალ უნდა დაიბადოს ახალი ქართული სახელმწიფო - ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ოპოზიციაში 100-ჯერ მეტი ენერგია, გამოცდილება და ცოდნაა თავმოყრილი, ვიდრე "ქართულ ოცნებაში".

"ხვალ არის განსაკუთრებული დღე ჩვენი ერის ცხოვრებაში, ხვალ უნდა დაიბადოს ახალი ქართული სახელმწიფო, ხვალ უნდა გადარჩეს ჩვენი ერი და უნდა გამოვიდეთ იმ კრიზისიდან რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 8-წლიანი მმართველობის შედეგად შეგვიყვანა", - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, ხვალ თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი