
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა ხედავს, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია.
"როდესაც იწყება დაღმასვლის პროცესი, ამ დაღმასვლას რაღაც ეტაპზე თუ არ შეაჩერებ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, თუ ვინმე ვერ აცნობიერებს მმართველი პარტიის შიგნით ახლა რამდენად სახიბათო შეიძლება იყოს პროცესი, რომელიც დიდი ხანია დაღმასვლით მიდის, ვიღაცს უნდა ეყოს გონიერება და ეს ვიღაც ხვალ იქნება ხალხი", - თქვა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ივანიშვილი, სავარაუდოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მას პირადად საფრთხეს შეუქმნის.