"ოცნება" ზონდერჯგუფებს და სუს-ს ააქტიურებს - "ენმ" საარჩევნო უბნებზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ბრიფინგზე ამბობს, რომ "ოცნება" საარჩევნო უბნებზე ზონდერჯგუფებსა და სუს-ს ააქტიურებს. უდუმაშვილი სამგორის ერთერთ საარჩევნო უბანზე გადაღებულ ვიდეოკადრსაც ასაჯაროებს, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ამომრჩეველს. 

გარდა სამგორისა, დარღვევებია გლდანში, სადაც უბნის თავმჯდომარე თავს დაესხა დამკვირვებელს. ერთერთ ვიდეოკადრში კი ჩანს, როგორ გადასცემენ კრწანისის მე-8 უბანზე ამომრჩეველს ფულს. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს გორში, ფოთში, მარნეულში, ზუგდიდში, ქუთაისში, ვანსა და ხონში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი