"ცესკოდან" ამოღებული სიები და ამომრჩეველი "ოცნების" მაისურით - დარღვევები იმერეთში

გამოქვეყნდა:

იმერეთის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან კოორინატორებს "ცესკოდან" ამოღებული, ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის შემცველი სიები აქვთ.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა, აგიტატორი უბანზე "ქართული ოცნების" მაისურით მივიდა. უბანზე ირღვევა ხმის ფარულობაც, საარჩევნო კაბინები ისეა განლაგებული, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის ბიულეტენის დანახვა შეუძლიათ. 

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ქუთაისში,ზუგდიდში, მარნეულშვანსა და ხონში.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი