წითელ ზონად გამოცხადებული იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები ორი სპეცრეისით გადმოჰყავთ - ბორტზე ორასამდე ადამიანი ავა.
ბორტზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან ნაწილი იტალიის იმ ზონიდან არის სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მაღალი იყო. სწორედ ამიტომ, სპეცრეისის მგზავრების ინფორმაციით, რისკის არსებობის გამო, ბორტზე სანიტარული ზომები მკაცრად იქნება დაცული, რათა არ მოხდეს მგზავრების დაინფიცირება.
სტუდენტები, რომლებიც საქართველოში მიფრინავენ "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობენ, რომ ბორტზე მოხვედრა მათი უნივერისტეტის რექტორის დახმარებით შეძლეს. მათი თქმით, ისინი წითელ ზონაში ცხოვრობდნენ და აუცილებელი იყო იტალია დაეტოვებინათ.
"ჩვენმა რექტორმა მოახერხა, რომ ამ ბორტზე აღმოვჩენილიყავით, რადგან ისეთ ადგილას ვიყავით სადაც უკვე რთული სიტუაცია იყო და ყოველ წამს მოდიოდა სასწრაფო.
როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ბორტზე იქნება დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები,"-ამბობს სტუდენტი საქართველოდან.
იტალიაში კიდევ ასობით საქართველოს მოქალაქე რჩება. მათი უმრავლესობა წითელ ზონად გამოცხადებული ქვეყნის დატოვებას ცდილობს, თუმცა დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს.საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებას ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ მათი ევაკუაციაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.