მითხრეს, რომ დამარეგისტრირებდნენ, თუმცა სიაში არ ვარ - ფეისბუქ მომხმარებელი ნანუკა მიქელაძე

გამოქვეყნდა:

ფეისბუქ მომხმარებელი ნანუკა მიქელაძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ის თვითიზოლაციაშია და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ის საარჩევნო სიაში არ დაარეგისტრირეს. 

"24 ოქტომბერს დავრეკე ცესკოში, მითხრეს, რომ ჯერ უნდა დამერეკა 116001-ზე და დავრეგისტრირებულიყავი, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი.

დავრეკე და მითხრეს, რომ დამარეგისტრირეს. მეორე დღეს ვრეკავ ცესკოში სადაც მეუბნებიან, რომ კვლავ არ ვარ რეგისტრირებული.

25 ოქტომბერს ვრეკავ ისევ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ვითხოვ, რომ დამარეგისტრირონ. ოპერატორი მეუბნება, რომ დამარეგისტრირა და რამდენიმე საათში უკვე აღრიცხულიც ვიქნებოდი.

26 ოქტომბერს, რეგისტრაციის ბოლო დღეს, კვლავ ვრეკავ ცესკოში და ვითხოვ რეგისტრაციას ხმის მისაცემად. ოპერატორმა ჩაიწერა ჩემი მონაცემები და მითხრა, რომ დამარეგისტრირებდა. სხვა არაფერი უთქვამს, მეც ჩავთვალე რომ სიაში ვიყავი. 

დღეს ვრეკავ ცესკოში და მეუბნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში, რომელიც მათ 27-ში მიიღეს, მე არ ვიყავი. სხვა პასუხი არ აქვთ." - წერს ნანუკა მიქელაძე. 

შეგახსენებთ, ამომრჩევლებს შუადღის 26 ოქტომბრამდე ჰქონდათ რეგისტრაციის უფლება, თუ კი ისინი იყვნენ თვითიზოლაციაში, კოვიდ-სასტუმროში ან ინფიცირებული. შემედგ კი, ოპოზიციის მოთხოვნით და ცესკოში დაპირისპირებით, დრომ 6 საათამდე გადაიწია, თუმცა როგორც ჩანს, ყველა მაინც ვერ მოხვდა სიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი