დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ორ არასამთავრობო ორგანიზაციას ეწვია. ესენია: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ინფორმაციას საელჩოს Facebook-გვერდი ავრცელებს.
"ესენი არიან უაღრესად პატივსაცემი, პროფესიონალი ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, დოკუმენტურად აღრიცხავენ დარღვევებსა და ძალადობის შემთხვევებს, და უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაშინების გარეშე ჩაატარონ კამპანია და მისცენ ხმა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად აღვრიცხოთ არჩევნების გარშემო განვითარებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების ნდობა შეძლონ", - ამბობს დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანი დღეს მარნეულის საარჩევნო უბნებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც მივიდა.