დღეს ქვეყანაში დიდი დიდგორი იმართება, ყველა უბნებზე! - შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანაში დიდი დიდგორი იმართება და ამომრჩეველმა ხმის მიცემით შეუძლია ამ პროცესს შეეშველოს.

"ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია, ამიტომ ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გაამრჯვების თანამონაწილე და არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო ჩვენი ხმა შეგვეშველებინა დიდი დიდგორისათვის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში და რაღაცის გამო ეს არ გავაკეთეთ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებამდე 5 საათი რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი