წინასწარი მონაცემებით გლდანში ოპოზიციამ უპირობოდ გაიმარჯვა პირველ ტურში – ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია, 2020 წლის არჩევნების Ipsos-ის ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა და თქვა, რომ როგორც თბილისში, ისე გლდანში გაერთიაებული ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ 35% ჯამური თბილისში აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და დამარცხდა "ოცნება", მე როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე ეს არის 50% ამაში ეჭვი არ მეპარება, წინასწარი მონაცემებით გლდანი ოპოზიციამ უპირობოდ გაიმარჯვა პირველ ტურში, ქართულმა ოცნებამ თვალი გაუსწორა რეალობას" თქვა ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში, ნიკა მელიამ 

ნიკა მელიამ გლდანში საარჩევნო უბანთან სროლაზე თქვა, რომ: "ადამიანები ვინც შეიარაღებული დარბოდნენ გლდანში, კალაძის ძმაკაცები, აუცილებლად უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".

დღესვე ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს პირობა შეახსენა და თქვა - "მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ".

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ გლდანის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენეს.

შეგახსენებთ, IPSOS–საფრანგეთის პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, გაერთიანებული ოპოზიცია 35%–ით პირველ ადგილზეა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი