გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე სახელდება. ინფორმაცია "მთავარს" ამის შესახებ იმ ადგილობრივებმა მიწოდეს, რომლებმაც კადრებში, დაპირისპირების მონაწილე პირები ამოიცნეს. მოსახლეობის ინფორმაციით, შუკაკიძე "ქართულ ოცნებასთან", უფრო კონკრეტულად კი, გლდანის, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან კობიაშვილთან, დაახლოებული პირია.
შეგახსენებთ, 84-ე უბანთან დღეს სიტუაცია უმართავი გახდა. ისმოდა სროლის ხმა, თუმცა ამას შსს არ ადასტურებს. პოლიციამ მომხდარზე 5 პირი დააკავა. ისინი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.
"ოცნების" აქტივისტები გლდანში დღეს ჟურნალისტებსაც დაესხნენ თავს. დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, დაპირისპირება მოხდა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთანაც.
გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, რამდენიმე საათის წინ სროლის ხმა ისმოდა.