ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს დანაპირებს ახსენებს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან მიმართავს:
"მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ," - მიმართავს მელია კობახიძეს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.
Ipsos-ის ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემებით კი ოპოზიციას "ქართულ ოცნებაზე" მეტი მხარდაჭერა აქვს, დედაქალაქში კი ენმ- ძალა ერთობაშია ლიდერობს.
ჯერჯერობით უცნობია მაჟორიტარული ეგზიტპოლის მონაცემები, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელია ლევან კობიაშვილს დამაჯერებლად ამარცხებს