ცვლილებები გუგლის რუკაზე - აღდგომის ტაძარი, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები აზერბაიჯანის ტერიტორიად ფიქსირდება

გამოქვეყნდა:

მოულოდნელი ცვლილებები გუგლის რუკაზე. "ძალა ერთობაშიას" წევრის ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიად ფიქსირდება. კერძოდ საუბარია აღდგომის ტაძარზე, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებზე. დავით ქაცარავას თქმით, გარეჯში ლავრას გარდა ყველა მიმართულება გადაკეტილია. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და დელიმიტაციის კომისიის აბსოლუტურმა დათმობითმა პოზიციამ, მძიმე შედეგები დააყენა. ქაცარავა ამბობს, რონ მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების "დალაგება" დაიწყო, გარეჯი ფაქტობრივად დავკარგეთ:

გუგლი თავისი ნებით, ან თუნდაც ერთი მხარისგან მოცემული ინფორმაციით, საზღვრებს არ ცვლის, მითუმეტეს როდესაც ეს ეხება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ საზღვარს. ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩუმად თმობს დავით გარეჯს" ამბობს ქაცარავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი