ზუგდიდში ხმების დათვლა დასრულდა - ოპოზიცია მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება - "ოცნების" კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა 48.4% მიიღო, "ენმ"-ს კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ კი 36.84%. ოპოზიციის აზრით, არჩევნები დარღვევების პარალელურად მიმდინარეობდა, შესაბამისად დამდგარი შედეგიც საეჭვოა. 

"მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი,  "ქართული ოცნების" იყო ძალინ ბევრი დარღვევები, გვქონდა ისეთი დარღვევები, როდესაც გადასატან ყუთში ხელმოწერა გაკეთდა და მისამართზე არავინ მისულა, როცა პრესას არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას, როცა კოვიდის გამო ჩანაცვლებული კომისიის წევრები ვერ შედიოდნენ უბანზე, რადგან დროულად არ მოხდა საბუთების მიწოდება. ძალიან ბევრი საჩივარია დაწერილი და ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები იყო, გამომდინარე აქედან, შედეგიც არის საეჭვო" - ამბობს, ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

სულ ზუგდიდში დარღვევების შესახებ 17 საჩივარი დაიწერა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. 

ცნობისთვის, გაყალბების ბრალდებით თამარ ჟვანიას გუშინ 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული ბრიფინგი შეაწყვეტინეს

შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული

სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნებამ" მიიღო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი