მე არ ჩავაბარებ “ქართულ ოცნებას” ამ არხის და ქართველი ხალხის მონაპოვარს - ნიკა გვარამიას მიმართვა ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციას მოუწოდებს იაქტიუროს და მოპოვებული ხმები დაიცვას.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ცესკო ახლა ხმებს აყალბებს, მაშინ როდესაც ოპოზიცია ეთერში "ხმების დაცვაზე" ლაპარაკობს. ნიკა გვარამიას თქმით, ოქმებში, რომელსაც თამარ ჟვანიას უწყება აქვეყნებს, ბალანსი არ ჯამდება. მისივე თქმით, სავარაუდოდ ცესკო თავის მანიპულაციების გამო, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს.

"ბოდიში ოპოზიციასთან, მაგრამ ეთერში ძილისპირულს ვისმენ ოპოზიციის წევრებისგან, როგორ დაიცავენ ხმას. ესე, ამ ტონალობით, ამ გამომეტყველებით -ხმების დაცვა ვერ ხდება, ვერც შტაბებში. ცესკო ამ წამებში აყალბებს არჩევნებს, ვერ დებს ოქმებს, ოქმები რაც მოგვდის, არის სრული აბსურდი. არ ჯამდება.

მეგობრებო ოპოზიციიდან, ეს ტელევიზია არჩევნებს ვერ მოიგებს. ამ ტელევიზიას შეუძლია ჩაატაროს ისეთი კამპანია ოცნების წინააღმდეგ, რომ თქვენ შეძლოთ არჩევნების მოგება და ჩაატაროს ისეთი ეგზიტპოლი, რომ ხელისუფლებამ ვერ გაგიყალბოთ, მაგრამ თქვენ თუ გძინავთ და ბუზებს ითვლით საკუთარ ოფისებში, ნაცვლად იმისა, რომ მიხვიდეთ ცესკო-სთან და მოითხოვოთ გაყალბებული ოქმების გაუქმება და ნამდვილი არჩევნების შედეგების დადებას, იჯდებით ოფისებში და დაელოდებით თქვენი კომისიის წევრები რას დაითვლიან, ან ვერ დაითვლიან, ასე არჩევნები ამ ქვეყანაში არავის არ მოუგია, არც ნაციონალურ მოძრაობას, არც ქართულ ოცნებას.

მე რასაც ვუყურებ გამარჯვებულ არჩევნებს, ჩემს ეთერში, თავისი მიკნავლებული გამოსვლებით , ოპოზიცია ოფიციალურად ეთერში აბარებს. მე არ ჩავაბარებ ქართულ ოცნებას ამ არხის და ქართველი ხალხის მონაპოვარს. თქვენ ავად ხო არ გახდით ყველა ერთად?!" მიმართავს ნიკა გვარამია ოპოზიციურ სპექტრს "ღამის მთავარიდან"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი