ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება, გაყალბებული ოქმები - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის და მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია #82-ე კოვიდ-უბნების ოქმების ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მონაცემები გაყალბებულია.

"მაშინ, როდესაც ბევრ სხვა უბანზე ხმათა უმრავლესობით ვიგებთ და დათვლილ მონაცემებს გვაწვდიან, ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება - გაყალბებული ოქმები, სადაც შესწორების ფურცლის ატვირთვამდე ნოდარ ტურძელაძეს 41 ხმა უწერია, ჩვენ კი 1, როცა ზუსტად ვიცით, რომ ამ უბანზე ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა", - წერს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნება" ამ გზით ცდილობს ხალხში იმის განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს, ამისთვის კი ცესკოს იყენებს.

"არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. თითოეული ხმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - წერს ის.

"მთავარი არხის" დაკვეთით იფსოს გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები რეგინებში მაჟორიტარობის კანდიდატების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები - Ipsos-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლები - მაჟორიტარული ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი