"ენმ"-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, სამგორში საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები მოიპარეს და ე.წ კარულესებს შეუწყვეს ხელი. ოპოზიციონერმა ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლები დაცვისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ "არ მივცეთ ივანიშვილს დიქტატურის უკვე ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობა"
"საარჩევნო უბნებიდან სამგორის რაიონში მოპარულია ბიულეტენები, რაც ხელს უწყობს ე.წ კარუსელების დატრიალებას. მეტი კონკრეტიკისთვის ჩამოგითვლით: მე-11 საარჩევნო უბნიდან გატანილია 4 ბიულეტენი, მე-4 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი, მე-5 უბნიდან გატანილია 2 ბიულეტენი, მე-6 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი, მე-7 უბნიდან გატანილია 3 ბიულეტენი, მე-13 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი ხოლო მე-14 უბნიდან გატანილია 6 ბიულეტენი," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერის თქმით ამ წუთებში სამგორის ოლქში მათი კომისიის წევრებს შანტაჟით და მუქარით იბარებენ და აიძულებენ არჩევნების შედეგებს ხელი მოაწერონ.
ცნობისთვის, გაყალბების ბრალდებით თამარ ჟვანიას გუშინ 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული ბრიფინგი შეაწყვეტინეს.
შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული
სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნებამ" მიიღო.