ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%, რაც სულ 3 847 უბნიდან 3 735-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა.
მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".