"ევროპული საქართველო" უარს ამბობს მანდატებზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" უარს ამბობს საპრალამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ბრიფინგი ამ წუთებში პარტიის ოფისში იმართება. 

"არჩევნები, სადაც პარტიული სახელმწიფო იყო ჩართული, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. "ევროპული საქართველო" უარს ამბობს მანდატებზე, "ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და არც მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას", - ამბობს დავით ბაქარაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე "ლეიბორისტულმა" პარტიამაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "პუტინმა, რუსი ოლიგარქის მეშვეობით, თავზე დაგვახმო ქვეყანა და შედეგები - რომელიც არალეგიტიმურია" .

ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი". 

მათ შორის მანდატებზე უარს ამბობს "პატრიოტთა ალიანსიც"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი