საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს "პატრიოტთა ალიანსიც"

გამოქვეყნდა:

პატრიოტთა ალიანსში საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. პარტია თვლის, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ის გაყალბდა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვეცდებით, მივაღწიოთ იმას, რომ ბათილად იქნას ცნობილი ამ არჩევნების შედეგები, დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები. ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს" - თქვა გოჩა თევდორაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით  პატრიოტთა ალიანსს  3,14% აქვს

აქვე შეგახსენებთ, ძირითადი პროდასავლური ოპოზიცია უარს ამბობს საპარალამენტო მანდატებზე, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

"ევროპულმა საქართველომ", უარი თქვა მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე ლეიბორისტულმა პარტიამაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "პუტინმა, რუსი ოლიგარქის მეშვეობით, თავზე დაგვახმო ქვეყანა და შედეგები - რომელიც არალეგიტიმურია" .

ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი". 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი