ოპოზიცია ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

შერატონ მეტეხი პალასში ოპოზიციის წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია და მხარეები, სავარაუდოდ, 31 ოქტომბრის მთავარ დარღვევებსა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრებენ. 

ოპოზიციას შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თავის მხრივ, შერატონში "ლელოს" წევრები, ბადრი ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილიც მივიდნენ. უსუფაშვილის თქმით, ეუთო/ოდირთან შეხვედრის დეტალებს მოგვიანებით გვაცნობენ. 

ცნობისთვის, გუშინ ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ "არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ". 

აქვე გეტყვით, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებმა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), კოვიდპანდემიის გამო, საქართველოში სადამკვირვებლო მისიები შეზღუდული ფორმატით გამოგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ევროპულმა საქართველომ" უარი თქვა საპარლამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი