ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა - პოლიცია მოსახლეობას შინ დარჩენას ურჩევს

გამოქვეყნდა:
განახლდა:

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა. იყო სროლა პოლიციასა და თავმდამსხმელებს შორის. დაუდასტურებელი ინფრომაციით, 1 ადამიანია გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული. 

პოლიცია მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. შეფერხებით მუშაობს საჯარო ტრანსპორტიც. 

ფეისბუქ მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ვენის ცენტრში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მარიაჰილფეს ქუჩაზე, რომელიც ცენტრში მდებარეობს და სადაც ძირითადად რესტორენები და მაღაზიებია განთავსებული,  რესტორებში Joma-ში, Schwarzen Kameel-სა და Akakiko-ში ტყვეები აიყვანეს.

ავსტრიული გამოცემა კი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე უკვე ისაუბრა. გამოცემის ცნობითვე, დაჭრილია პოლიციელი ხოლო თავდამსხმელი მოკლული, მეორე კი დაკავებული. 

ავსტრიის ძალოვანი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ, ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელებისგან. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი