კორონავირუსის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე ნიკა გვარამიამ მისი სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.
დღეს გამოსაკითხ მოწმეებს შორის არის სააგენტო „პრო მედიას“ წარმომადგენელი. აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა „თეგეტა მოტორსის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ბრალდების მხარეს აინტერესებს „ინტერმედია პლუსს“ და „პრო ესკო მედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, თუ რატომ მიეცა „პრო ესკო მედიას“ დაბალ ფასად რეკლამები.
მეორე მოწმე კი არის ინტერმედია პლუსის 30 პროცენტის წილის მეწილე, რომელთან კითხვებიც „რუსთავი 2“-სა და მის კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას შეეხება.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოწმეების ჩვენებები ბრალდების მხარის პოზიციას გამორიცხავს.
წარმოდგენილია სასამართლო მეგობრის მოსაზრებები, მათ შორის სახალხო დამცველის მოსაზრება, რომელიც საუბრობს, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის სფერო და პროკურატურა არ უნდა ინტერესდებოდეს ამ საკითხებით. მაქსიმუმ, რაც შეიძლება ამ გარიგებებით სამართლებრივი შედეგი დამდგარიყო, ეს არის სამოქალაქო წესით დავის წარმოება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
დააკამყოფილებს თუ არა მოსამართლე ნიკა გვარამიას მოთხოვნას, რამდენიმე საათში გაირკვევა. ასევე, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გაიმართება მომდევნო სასამართლო სხდომა.