ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ხალხი არჩევანს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატს, ჯო ბაიდენს, შორის გააკეთებს.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის 99-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე ისარგებლა და საკუთარი პრეფერენცია დააფიქსირა.
შტატების მიხედვით ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვა დროს დასრულდება.
აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებისათვის კანდიდატს 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა სჭირდება. კოლეგიის წევრებს შტატებში სათითაოდ ირჩევენ, შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა, Reuters/Ipsos-ზე განახლებად რეჟიმში ეგზიტპოლების შედეგი იდება. მასზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა უმეტესობა, 52% უჭერს მხარს.