"ოცნების" კომისიის წევრმა ხანდაზმულ ცოლ-ქმარს პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური აგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით ხანდაზმულ ცოლ-ქმარზე - 76 წლის ოტია ხომერიკს და მის 74 წლის ცოლს მზიური მჟავანაძეს, შეურაცხყოფა ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიაყენეს. ოტია ხომერიკი ამავე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო, მისი ცოლი, კი კომისიის წევრი.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც უბანზე ხმების დათვლა დასრულდა. მზიური მჟავანაძის თქმით, ფიზიკური ანგარიშწორების დროს იგი დაეცა და სხეულზე დაზიანებები მიიღო. ოტია ხომერიკის აზრით, აგრესია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ უბანზე "ქართულმა ოცმებამ" საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

"ბოთლი ესროლა, რომელიც იქვე მდგომ ქალს მოხვდა ჩანთაზა და ჩანთა გააგდებინა, ერთმანეთისკენ წავიდნენ, ვიფიქრე არ დაარტყასთქო და შუაში ჩავდექი, ხელი მკრა, წავიქეცი, თავი დამიჭირეს, თორემ არ ვიცი", - ამბობს მზიური მჟავანაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის უფროსი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ასეთი ადამიანების დამსახურებით და ხელშეწყობით ცდილობს "ოცნება" არჩევნების გაყალბებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი