დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 650 თბილისიდანაა, 506 აჭარიდან, 324 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 509 აჭარაში, 324 კი იმერეთში. 

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი - 650
  • აჭარა - 506
  • იმერეთი - 324
  • ქვემო ქართლი - 46
  • შიდა ქართლი - 100 
  • გურია - 47 
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 200
  • კახეთი - 23
  • მცხეთა- მთიანეთი - 39
  • სამცხე ჯავახეთი -  4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ჯამში საქართველოში 589 მძიმე პაციენტია, მათ შორის 281 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ნომებერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 833 პირი გამოჯანმრთელდა, დამატებით 20 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 44 522
  • გამოჯანმრთელებულია - 28 633
  • მათ შორის გარდაცვლილია - 362
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 264
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი