საქართველოში COVID-19-ით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათგან თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1 მკურნალობდა.