დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 პაციენტიდან ყველაზე მეტი, 7 ადამიანი თბილისში დაიღუპა.
"სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ჯამში საქართველოში 589 მძიმე პაციენტია, მათ შორის 281 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ნომებერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 833 პირი გამოჯანმრთელდა, დამატებით 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.