"ცესკო"-სთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები - შენობაში სპეც.აღჭურვილობა შეიტანეს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესასვლელთან ათასობით ადამიანი არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებს. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულები, რომლებიც მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის შენობაში შეტანილია სპეციალური აღჭურვილობაც. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს მიმართულებით ავტოკოლონა დაიძრა რესპუბლიკის მოედნიდან. ოპოიზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების საბოლოო შედეგებს აპროტესტებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. 

ცნობისთვის, ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქციაც - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი