ნიკა მელიას "ცესკოს" ნებართვის გარეშე ვერ დააკავებენ - პლატფორმა 2020

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია არჩევნებში მონაწილეობის გამო იმუნიტეტით სარგებლობს და "ცესკოს" ნებართვის გარეშე სასამართლო მას ვერ დააკავებს - საზოგადოებრივი პლატფორმა "2020" იურიდიულ პროცედურებს განმარტავს.

"ცესკოს" ნებართვის  გარეშე სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ნიკა მელია სარგებლობს შესაბამისი იმუნიტეტით- ამბობენ "2020"-ში.

ნიკა მელიას ადვოკატი კი ამბობს რომ გირაოს დაკისრება სამართლებრივად არასწორია, რადგან მას აღკვეთის სახით გირაო უკვე შეფარდებული აქვს:

"სასამართლომ ეს მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს, აღკვეთი ღონისძიების დამძიმება არ ნიშნავს, იგივე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გირაოს თანხის გაზრდით, ეს არის სამართლებრივად უაზრობა." - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ნიკა მელიას ადვოკატი, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მელიას დაკავება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო. ადვოკატი ამბობს, რომ მელიას დაკავების მოთხოვნა პოლიტიკური დაკვეთაა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ სასამართლოს, ჯერ ნიკა მელიას დაკავების თხოვნით მიმართა, შემდეგ კი მოთხოვნა 100 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

ცნობისთვის, 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.  მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი