ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ მგონია - კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის რომ, პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იქნება ელექტრო სამაჯურის მოხსნის გამო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება.

ეს რა თქმა უნდა არის უხეში კანონდარღვევა და კანონდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალინ მძიმე პროვოკაცია. როდესაც ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს, ბუნებრივია მასზე და მის თვისებებზე. ჩვენ უნდა დავამრცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შედმეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად ეს არის უკვე სხვა საქმე. მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია, მე პირადად, მიზანშეწონილი მისი დაკავება, - ამბობს კობახიძე 

ცნობისთვის, გუშინ, 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი