გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა, ის მელიასთვის 100 000 ლარიან გირაოს და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. 

თავდაპირევლად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მელიას აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.  მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

პრცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს 5 საათზეა ჩანიშნული.

მასალა ახლდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი