ამერიკელი სენატორების კიდევ ერთ კრიტიკულ წერილს „ქართული ოცნება“ ისევ გაუგებრობად აღიქვამს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონში შეცდომაშია შეყვანილი.
ივანიშვილის გუნდი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ ყავს და შესაბამისად, ციხიდანაც არავის გამოშვებას არ აპირებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მზადაა, რომ დასავლელ პარტნიორებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მოლაპარაკებების და შეთანხმების შესახებ და აუხსნას, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი განხილვის მთავარი თემა არ ყოფილა.
მთავარია შემდეგი, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია მათთან გავაგრძელოთ, თუ კიდევ დამატებით ინფორმაცია არის საჭირო, რომ მივაწოდოთ, მათ შორის, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც უძღოდა წინ ამ შეთანხმებას და ზოგადად, შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით, შეგვიძლია, კიდევ უფრო დამატებით ინფორმაცია მივაწოდოთ და რაიმე ფორმით, არ იყოს ვინმეს მხრიდან აღქმა, რომ დავუშვათ, ეს საკითხი იყო შეთანხმების დღის წესრიგის მთავარი საკითხი“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, სენატორებმა "ოცნებას" პირდაპირ უთხრეს, რომ პოლიტიკური მოტივებით დაკავებულებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ციხეები.