საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - 120/30-ზე, ასევე 1%-იანი ბარიერი დაწესდება.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
იქნება 120/30-ზე და იქნება ჩამკეტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 40-პროცენტიანი და უფრო დაბალი რეიტინგის შედეგის პარტიამ ვერ დააკომპლექტოს უმრავლესობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღესვე გაირკვა, რომ თბილისში შვიდი ოლქის ნაცვლად 8 იქნება, თუმცა, რომელ რეგიონს მოაკლდა მაჟორიტარი, ამ დროისთვის უცნობია.
დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს თბილისში საჭირო ოლქების შესახებ და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება.
ავიღეთ ის მოცემულობა, რომ 30 ოლქად უნდა დაიყოს და დაიყო ლოგიკურად, თბილისში იქნება 8 ოლქი, ის, რაც შეესაბამება თბილისის მაცხოვრებელთა რაოდენობას, აჭარაში იქნება 3, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში -1, გურიაში - 1, კახეთში - 2“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კანონპროექტის ინიცირებას დღეს ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა უკვე მთავარია მმართველმა გუნდმა შეთანხმების მეორე ნაწილი შეასრულოს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს და ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს.